მერობის კანდიდატების წარდგენა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეები პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ დაასახელა. „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები ქუთაისში – ხატია დეკანოიძე, მცხეთაში – ზაალ უდუმაშვილი, რუსთავში დავით კირკიტაძე, ზუგდიდში ანზორ მელია იქნებიან. ღონისძიება პარტიის ოფისში გაიმართა.