მერკური #კოსმოსი

მერკური მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტაა; ოდნავ დიდია, ვიდრე დედამიწის მთვარე. მერკური მზესთან ყველაზე ახლომდებარე პლანეტაა, მაგრამ არა ყველაზე ცხელი. ვენერა მასზე უფრო ცხელია.

ვენერას, დედამიწის და მარსის მსგავსად, ვენერა კლდოვანი პლანეტაა, ანუ აქვს მყარი ზედაპირი. მისი ზედაპირი კრატერებით არის დაფარული. არ აქვს მთვარე და არც ერთი ბუნებრივი თანამგზავრი.

ეს პატარა პლანეტა საკუთარი ღერძის გარშემო დედამიწასთან შედარებით უფრო ნელა ბრუნავს; შესაბამისად, მისი ერთი დღე ძალიან დიდხანს გრძელდება. ერთ ასეთ ბრუნს მერკური 59 დღეს ანდომებს. თუმცა, ძალიან ხანმოკლეა მერკურის ერთი წელიწადი. ვინაიდან ის მზესთან საკმაოდ ახლოს არის, მის გარშემო შემოვლას დიდი დრო არ სჭირდება. მზის გარშემო ერთი შემოვლისათვის მერკურის სულ რაღაც 88 დღე სჭირდება. ანუ, თქვენ რომ მერკურიზე ცხოვრობდეთ, დაბადების დღე ყოველ სამ თვეში ერთხელ გექნებოდათ.

მერკურის დღე დედამიწისგან დიდად განსხვავდება. ჩვენთან მზე ყოველდღიურად ამოდის და ჩადის. იმის გამო, რომ მერკური ნელა ბრუნავს და მისი წელიწადიც ხანმოკლეა, მზეს იქ ამოსასვლელად და ჩასასვლელად ძალიან დიდი დრო სჭირდება. წარმოიდგინეთ, მერკურიზე მზე 180 დღეში ერთხელ ამოდის.

მერკური ადამიანებმა ჯერ კიდევ უხსოვარ დროში შენიშნეს, რადგან მის დასანახად სულაც არ არის საჭირო მოწინავე ტელესკოპები. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამ პლანეტას ჩვენი ორი ხომალდი ესტუმრა — ნასას მარინერ 10 და მესენჯერი.