მერის მოადგილეების და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისთვის ხელფასებისა და დანამატების გაერთიანების საკითხზე დღეს იმსჯელებენ

საკრებულოში დღეს თბილისის მერის მოადგილეების და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისთვის ხელფასებისა და დანამატების გაერთიანების საკითხზე იმსჯელებენ.

პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონი, რომლის მიღებამდეც მოხელეები ორი კატეგორიის ხელფასს, თანამდებობრივ სარგოს და დანამატს ცალ-ცალკე იღებდნენ. კანონის მიხედვით კი, თანხის ოდენობაში ცვლილებების გარეშე ეს ორი კომპონენტი გაერთიანდება.

როგორია ცვლილებებზე დეპუტატების პოზიცია, რომლებმაც საკითხზე დღეს უნდა იმსჯელონ, ამას ანა ბროლაძე გვეტყვის.