მერიამ მოქალაქეებს ბინები დაუკანონა
ისნისა და სამგორის რაიონებში მცხოვრებ 41 ოჯახს, თბილისის მერიამ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონა. მათ ეს ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.
დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას მერია მომავალშიც გააგრძელებს. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე საცხოვრებლით 1 500-დე ოჯახი დაკმაყოფილდა. პარალელურად, თბილისის მერიაში ახალი განაცხადების განხილვაც გრძელდება.