მერცის მორიგი მარცხი – რეგიონალური არჩევნები გერმანიაში 

21:34, 21.09.2026

გერმანიის კანცლერის პარტია უკვე მეორე რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.

„ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ ამჯერად საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახა. მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალურ მიწაზე ჩატარებული არჩევნები მერცის გუნდისთვის ცოტა ხნის წინ საქსონია-ანჰალტში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე ბევრად უარესი აღმოჩნდა და ადგილობრივ პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდა. საქსონია-ანჰალტის მსგავსად, მეკლენბურგ-წინა პომერანიაშიც ლიდერობს ულტრამემარჯვენე ძალა „ალტერნატივა გერმანიისთვის“. პირველ ადგილზე ვერ გავიდა, თუმცა მისი პოზიციები მკვეთრად გაუმჯობესდა ბერლინის რეგიონულ არჩევნებში, კერძოდ, წარმომადგენელთა პალატაში. გერმანიის კანცლერი საარჩევნო შედეგებს და ხელისუფლების მიერ დესტრუქციულ ძალად გამოცხადებული პარტიის წარმატებას მძიმე დარტყმად აცხადებს.

აისახება თუ არა გაუარესებული საარჩევნო შედეგები ქვეყანაში და პარტიაში მერცის მმართველობაზე – ორ ფედერალურ მიწაზე ფედერალური მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილების მიუხედავად, რაც საარჩევნო შედეგებშიც გამოჩნდა, მერცი წასვლას არ აპირებს და რეფორმებს აანონსებს.

მსგავსი