მერაბ კოკოჩაშვილის წიგნის პრეზენტაცია 

„ვინც თავისი თავი შექმნა“, – ასე ჰქვია რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

წიგნი თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციამ გამოსცა. ის არის პუბლიცისტური ნარკვევების გამოცემა, რომელიც ცნობილი კინორეჟისორის, თსუ-ს ტელე-კინო ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის და ასოცირებული პროფესორის ავტობიოგრაფიულ მასალებს და მისი ცხოვრების და მოღვაწეობის ეტაპებს მოიცავს. წიგნში თავმოყრილია რეჟისორის მეგობრების და კოლეგების მოსაზრებები და შეფასებები. ასევე ვრცლად არის მოთხრობილი მერაბ კოკოჩაშვილის ოჯახზე. წიგნს თან ერთვის ილუსტრაციები და ფოტო-კოლაჟი.

დატოვე კომენტარი