მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
პოლონეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წუთიერი დუმილით დაიწყო. მოგვიანებით კი, ლიდერები სიტყვით გამოვიდნენ.
როგორც გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, გერმანია მეორე მსოფლიო ომისთვის პასუხისმგებლობას არასდროს დაივიწყებს. სიტყვის ბოლოს მან პოლონურ ენაზე ბოდიში მოიხადა.
1939 წლის პირველ სექტემბერს ფაშისტური გერმანიის ავიაციამ ქალაქი ველიუნი დაბომბა. დაიღუპა 1 200 ადამიანი. პარალელურად, ნაცისტების კრეისერმა პოლონურ საპორტო ქალაქ გდანსკთან მდებარე სამხედრო საწყობებს ცეცხლი გაუხსნა. სწორედ ამ მოვლენებით დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს მონაწილეობას.