მემორანდუმის ხელმოწერა საგარეო უწყებაში

15:20, 07.11.2018

სიმბილურად სწორედ 7 ნოემბერს დაუკავშირეს საგარეო უწყებაში მემორანდუმის ხელმოწერა, რომლითაც ცნობილი ქართველი დიპლომატის, ლევან მიქელაძის სახელობის კვლევითი ცენტრი და მისივე სახელობის ფონდი ქვეყნის აქტუალურ საკითხებზე ერთობლივ მუშაობას დაიწყებენ, მათ შორის ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ინტელექტუალური თუ ტექნიკური რესურსების გაზიარებასა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადებას.

დოკუმენტის ხელმოწერამდე საგარეო უწყებაში ლევან მიქელაძე და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს დიპლომატის გადაწყვეტილება გაიხსენეს, როდესაც მან საჯაროდ დაგმო ძალადობა და პროტესტის ნიშნად დატოვა შვეიცარიის კონფედერაციაში ელჩისა და ჟენევაში განლაგებული გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა.

მსგავსი