მემილიონე მგზავრი ქუთაისის აეროპორტში

21:54, 25.09.2023

ისტორიაში პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიმდინარე წელს მილიონზე მეტ მგზავრს უმასპინძლა.

მემილიონე გერმანელ ტურისტს, რომელიც ბლოგერია, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში არაერთი სიურპრიზით დახვდნენ. პიტერ გოცინგერს, როგორც ქუთაისის საპატიო სტუმარს, ქართული კულტურისა და ტრადიციების შესახებ მომზადებულ ინსტალაციებთან ერთად, აეროპორტში საჩუქრები გადასცეს და ქართული მრავალჟამიერიც მოასმენინეს. ისტორიული რეისის შესრულების პარალელურად, არაერთი ღონისძიება გაიმართა ქუთაისის ცენტრში, აეროპორტში კი, რომელმაც წელს მილიონზე მეტ მგზავრს უმასპინძლა, უახლოეს მომავალში ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი.

მსგავსი