ნიკა მელიას მხარდამჭერი მსვლელობა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები ამ წუთებში რუსთავში, მე-12 დაწესებულებასთან იმყოფებიან. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ნიკა მელიას. აქციის მონაწილეების განმარტებით, რუსთავიდან პროკურატურასთან გადაინაცვლებენ.

ნიკა მელიასთან ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ნიკა მელია პოზიციის შეცვლას არ აპირებს და გირაოს არ გადაიხდის.