მელია გირაოს გადახდას არ აპირებს

ოპოზიციასა და მმართველ გუნდში გირაოს გადახდაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას უარს ეხმაურებიან.

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს. გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი მელიას მხარდაჭერას უცხადებენ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნების“ დეპუტატების თქმით, ნიკა მელიას გირაოს გადახდა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავად გამოუტანს განაჩენს საკუთარ თავს.