„მეგობარი აქტი“ - შეფასებები
„მეგობარი აქტის“ ავტორი, ჯო უილსონი აქტის წარმომადგენელთა პალატაში მიღებას ეხმაურება და დასანქცირებულთა სიას აქვეყნებს, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სასამართლოს, პროკურატურისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.
„მეგობარი აქტი“ განხილვის მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქტს დადებითად აფასებენ და განმარტავენ, რომ ეს არის პირდაპირი გაფრთხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის და პასუხია ყველა იმ ანტიდემოკრატიულ ქმედებაზე, რომელიც მათ განახორციელეს. მათი თქმით, „მეგობარი აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში მიღებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ აქტი რეალურად მტრული ხასიათისაა და მასში მეგობრული არაფერი წერია. აშშ-ის კონგრესმა 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ „მეგობარ აქტს“ მხარი გუშინ დაუჭირა. შემდეგი ეტაპის თანახმად, კანონპროექტი უკვე შტატების სენატმა უნდა დაამტკიცოს.