„მეგობარი აქტი“ - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

უკვე ორი დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა „მეგობარი აქტი“, რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ინიციატივა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამორჩეულ ჯო უილსონს ეკუთვნის და მას ოთხი თანასპონსორი ჰყავს. ოპოზიცია აქტის კომიტეტებზე განხილვას ქართველი ხალხის გამარჯვებად აფასებს.

„მეგობარ აქტსა“ და მის შინაარსს დღეს კიდევ ერთხელ ბრიფინგით გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. ის ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ წევრებისგან კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს – ეწინააღმდეგებიან თუ არა ისინი აშშ-სთან უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობასა და ამერიკულ ინვესტიციებს.

ტრამპის ადმინიტრაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მეგობარი აქტი არ ამოქმედდება და ის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას ხელს ვერ შეუშლის.

ცნობისთვის, კონგრესის ორივე პალატისა და სენატის  მხარდაჭერის მოპოვების შემთვევაში, დოკუმენტს ამოქმედებისთვის დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება.