მეგის ქარდავას ექსტრადირება 

უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა.

მეგის ქარდავას მსჯავრი დაუსწრებლად რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე აქვს შეფარდებული. სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის, ნავთლუღის სპეცოპერაციის, სერგო თეთრაძის წამების და კასრების საქმეებზე. მეგის ქარდავას წინააღმდეგ სულ 11 საქმე აღიძრა, ნაწილზე განაჩენი უკვე გამოტანილია, ნაწილზე კი გრძელდება სამართალწარმოება. უკრაინელმა სამართალდამცავებმა ის 2017 წელს დააკავეს.