მეფუტკრეთა გაერთიანების განცხადება

15:23, 19.09.2026

მეფუტკრეთა გაერთიანება, მავნე მწერებისგან დასაცავად, მეფუტკრეებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ინიციატივით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეფუტკრე ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
გაერთიანების დირექტორმა ავქსენტი პაპავამ ყურადღება გაამახვილა დარგში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე აზიური ფაროსანას, ამერიკული თეთრი პეპლის, იტალიური კალიისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობისას.

მსგავსი