მეფე ერეკლეს 300 წლის იუბილე

საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ფოტოები და მასალები მეფე ერეკლეზე. 300-წლის იუბილესადმი სპეციალური ალბომი გამოიცა, სადაც სხვადასხვა მუზეუმსა თუ კოლექციებში მოძიებული უნიკალური ცნობები და ნარკვევებია თავმოყრილი. მკითხველი გაეცნობა საქმიან და პირადი ხასიათის წერილებს, სახელმწიფოს პოლიტიკურ-სამხედრო-საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველ დოკუმენტებსა და ერეკლე მეფის მმართველობის შესახებ ხელნაწერებს.

წიგნი მკითხველს ერეკლე მეფის ცხოვრებისა და მრავალმხრივი მოღვაწეობის შესახებ ვიზუალური მასალით მოუთხრობს. ალბომში შეტანილი არაერთი დოკუმენტი პირველად ქვეყნდება. პატარა კახის ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები მკითხველისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში გახდება.