მედიკამენტების შემოტანა თურქეთიდან

პრემიერმა დღეს მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის რეგულირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია.

ამ ეტაპზე ათეულობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტის რეგისტრაციაზე სამინისტროში განაცხადები უკვე შეტანილია. მიზანია, მოქალაქეებს ჰქონდეს არჩევანი, უფრო იაფიანი წამლის შესაძენად.