მედიკამენტების ფასის რეგულირება 

მკვეთრად გაზრდილი ფასი წამლებზე – პრობლემა, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, მთავრობის ყურადღების ცენტრში ექცევა.

პრემიერმა მედიკამენტების რეგულირების საკითხზე პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით წლის ბოლომდე მთავრობის ეკონომიკური გუნდი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. დოკუმენტმა ფარმაცევტული ბაზარი უნდა დაარეგულიროს და წამლების ფასის კონტროლი უზრუნველყოს. კიდევ ერთი საკითხი, რომლის მოგვარების პირობასაც მთავრობის მეთაური დებს, ფარმაცევტულ სექტორში არაკონკურენტული გარემო და მსხვილი კომპანიების დომინირებაა.

როგორ ხვდებიან სფეროს სპეციალისტები გადაწყვეტილებას, მარიამ ბერძენიშვილი გიამბობთ.