მედიკამენტების ფასების რეგულირების მოთხოვნა

დეპუტატი მირიან წიკლაური და „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ და მედიკამენტების ფასების რეგულირებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და მოგების ზედა ზღვარი დაარეგულიროს.  ჯონდი ბაღათურიამ დღეს წარადგინა კვლევის შედეგებიც, რომელიც საქართველოსა და მეზობელ სახელმწიფოებში მედიკამენტებზე განსხვავებულ ფასებს ასახავს.