მედიის წარმომადგენლების აქცია პარლამენტთან

ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ პატიმრობაში მყოფი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა დღეს 15:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან.

ადგილზე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი შეიკრიბა. მათ მზია ამაღლობელის პატიმრობა გააპროტესტეს და ფაქტი პოლიტიკურ რეპრესიად შეაფასეს. „ბათუმელების“ რედაქტორ ეთერ თურაძის განცხადებით, ის შეხვედრის თხოვნით ცდილობდა დაკავშირებას სხვადასხვა გზით, მათ შორის შეტყობინებით პირად ნომერზე შალვა პაპუაშვილთან, თუმცა ეს მოხდა. პაპუაშვილს მან მოუწოდა დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმცია და შეწყვიტოს მისი „გაშავების“ მცდელობები. ადგილზე იმყოფებოდა მზია ამაღლობელის ადვოკატიც. მედია მენეჯერი საპატიმროში შიმშილობს. მედიის წარმომადგენლები მას თხოვნით მიმართავენ, ჯანმრთელობის არსებული პრობლემების გამო შეწყვიტოს შიმშილობა და გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას.