მედიის ფინანსური გამჭვირვალობა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ფიქრობს, რომ საქართველოში 2013 წელს მიღებული კანონი არ სრულდება. საქმე ეხება ხუთი წლის წინ დამტკიცებულ ცვლილებებს, რომლებიც ტელევიზიების ფინანსურ გამჭვირვალობას ეხება.

მითითებული კანონი კერძო ტელევიზიებს ავალდებულებს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში წარადგინონ დეტალური ინფორმაცია, თუ ვისგან და რა თანხით ფინანსდებიან.

თავის დროზე სასამართლოში გასაჩივრებული კანონის გარშემო დავა ახლაც გრძელდება.

კანონის აღსრულების მიზნით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილ წესებს ტელეკომპანია რუსთავი ორი დღემდე აპროტესტებს.