მედიაწიგნიერების კონკურსი

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეშვიდედ ჩაატარა.

ჟიურიმ 100-მდე ნამუშევარი შეაფასა და სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცათ. მედიაწიგნიერების კონკურსი მეოთხე წელია ტარდება და აქტუალობას არ კარგავს, კონკურსის მიზანი მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებაა. კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები და ამბავი.

კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სკოლის მოსწავლეებისთვის ხუთჯერ და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ორჯერ ჩატარდა.