მედეა კუჭუხიძის დაკრძალვა

15:55, 13.02.2025

რეჟისორი მედეა კუჭუხიძე დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა მარჯანიშვილის თეატრში, საიდანაც რეჟისორი უკანასკნელ გზაზე მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა და მოწაფეებმა გააცილეს. მედეა კუჭუხიძე თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრის დამდგმელი რეჟისორი იყო. შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ათეულობით სპექტაკლი დადგა, რომელმაც არაერთი აღიარება მოიპოვა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის მფლობელი, მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, რეჟისორი მედეა კუჭუხიძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი