მედდის გარდაცვალების საქმე 

გარდაცვლილი მედდის ოჯახი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს.

მეგი ბაქრაძის ტელეფონი დღეს გამოძიებას გადაეცა. ოჯახის ადვოკატის განმარტებით, მასში კლინიკა „იმედის“ თანამშრომელთა შიდა სამსახურებრივი ჯგუფის მიმოწერები ინახება, რომლითაც ძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. ოჯახი სამედიცინო დოკუმენტაციაში აღმოჩენილ უზუსტობებზეც მიუთითებს და ვარაუდობს, რომ სამედიცინო ისტორიაში აცრის გაკეთების დრო შეცვლილია. ოჯახის წევრთა ვერსიას, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრიდან მალევე კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ექთანი თბილისში გადმოყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, უარყოფს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა.

რეზონანსული საქმის ახალ დეტალებს თეონა ხუბულავა არკვევდა.