„მე ვირჩევ თანასწორობას“ - კვირეული გაიხსნა

თანასწორობის კვირეული – ღონისძიება საქართველოში პირველად გაიხსნა. ევროპის საბჭოს ოფისმა თბილისში და პარტნიორმა უწყებებებმა, კვირეული კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში დაიწყეს. ღონისძიება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სახალხო დამცველის მოადგილემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გახსნეს.

ღონისძიების მიზანი, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმირებაა.