მე-6 საარტილერიო ბრიგადის საზეიმო ცერემონია  

მე-6 საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 17 წელი შეუსრულდა. საზეიმო ცერემონიალი ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით, საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. ბრიგადის დაარსების დღესთან დაკავშირებით, ხონის პირველი საჯარო სკოლისა და ვარლამ ძიძიგურის სახელობის საჯარო სკოლის მე -10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის „ღია კარის დღეც“ გაიმართა.