მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ორშაბათს გაიმართება. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სხდომას არ მოიწვევს, მას უხუცესი წევრი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი – ლადო კახაძე გახსნის. ის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
ქვეყნის მთავარი კანონის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა – 76 დეპუტატი ესწრება. „ქართულ ოცნებას“ კი 89 მანდატი აქვს, ამიტომ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის უმრავლესობას საკუთარი ხმები ყოფნის. ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა.