მძღოლების შეხვედრა „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობასთან

კომპანია „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობა დღეს რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი 11-ვე ხაზის მძღოლებს შეხვდნენ.

„ინტერტრანსის“ დირექტორის, სანდრო ჯაფარიძის განმარტებით, კომპანია რუსთაველებს ტექნიკურად სრულად გამართული ტრანსპორტით ემსახურება. ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელებული პეტიცია.

„ინტერტრანსში“ აცხადებენ, რომ მიუხედავად დიდი ხარჯისა, სისტემატურად ხდება სამარშუტო ტაქსებში კონდენცირების სისტემის აღდგენა. ასევე, კომპანიის დირექტორმა მოუწოდა მძღოლებს, მაქსიმალურად დაიცვან მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის წესები. მძღოლები კი აცხადებენ, რომ მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნით ქალაქში ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე მოძრავი ავტომობილები და მინივენები, რომლებიც მათ მგზავრებს ართმევთ და მუშაობის საშუალებას არ აძლევთ, რის გამოც, იძულებული ხდებიან გადაჭარბებული სიჩქარით იარონ.