მდუმარე აქცია პარლამენტის წინ

მალხაზ მაჩალიკაშვილი, ზაზა სარალიძე და მათი მხარდამჭერები პარლამენტის წინ მდუმარე აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგაც კითხვები პასუხგაუცემელია. ისინი პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

დღევანდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მივიდნენ. ზაზა სარალიძის თქმით, აქციები კვლავ გაგრძელდება.