მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაცია იწყება

12:28, 22.11.2018

ქობულეთში მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაცია იწყება.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნეს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი