მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15:47, 09.03.2018

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე 6 კმ.-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ გზის მეშვეობით, სტეფანწმინდა და მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტი საქართველოს ცენტრს და რეგიონებს უკავშირდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ექვსი მილიონ ლარით ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.

მსგავსი