მათე დევიძის სასამართლო პროცესი

15:16, 30.01.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის მათე დევიძეს საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს, მორიგი სხდომა კი ბრალდების მხრის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელება. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი