მასწავლებლის ეროვნული დღე
გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მასწავლებლების განსაკუთრებულ როლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა გაწეული შრომისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ მასწავლებლები და ინსტრუქტორები. დაჯილდოების შემდეგ, კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა წარადგინა ლიტერატურული კომპოზიცია – „კვალი მომავალში“.