მასტერკლასი სპორტულ სწრაფ ცოცვაში

12:17, 09.08.2026

კლდეზე სპორტულ სწრაფ ცოცვაში იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოშია. სტანისლავ ზამა მასტერკლასს ჩაატარებს. მან თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ქართველ სპორტსმენებს თბილისში უკვე გაუზიარა, დღეს კი იტალიელი სპეციალისტი მესტიას ეწვევა. ის ასევე დაათვალიერებს ქუთაისში მშენებარე სწრაფი ცოცვის კედლის მშენებლობის პროცესს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან აღნიშნული სპორტის სახეობა ოლიმპიურ თამაშებზეა წარმოდგენილი.

მსგავსი