მასშტაბური სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში 

21:27, 12.08.2026

სტრატეგიული პროექტი, რომელიც შუა დერეფანში საქართველოს ფუნქციას აძლიერებს და ყველაზე დიდი ზომის გემების მიღების შესაძლებლობას აჩენს – ანაკლიის პორტში მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. ნავსადგურის ტერიტორიაზე ბელგიური კომპანიის პირველი ხომალდი უკვე შემოვიდა. ერთი თვის განმავლობაში გემმა ტალღმტეხელთან ზღვის ფსკერი უნდა დააღრმაოს. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხმელეთზეც. აგვისტოს ბოლოდან ანაკლიის პორტში ბელგიური კომპანიის მეორე უფრო დიდი ზომის დამაღრმავებელი გემიც უნდა შემოვიდეს. შესასრულებელი სამუშაო ანაკლიის აკვატორიაში ფსკერის თითქმის 18 მეტრამდე დაღრმავებას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა პირველი გემი 2029 წელს უნდა მიიღოს.

მსგავსი