მასშტაბური საჰაერო იერიში კიევზე

რუსეთის მასშტაბური საჰაერო შეტევა უკრაინაზე. რაკეტებითა და დრონებით განხორციელებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულებიც. კიევზე დარტყმების შედეგად ცეცხლი გაჩნდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში. კიევში დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავდა 20. დაღუპულებს შორის არის ახალშობილი ბავშვი და მისი დედა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, იწვის ოთხი მრავალსართულიანი სახლი და ავტომობილები. თავის მხრივ კი უკრაინის საჰაერო ძალები იტყობინება, რომ რუსეთმა კიევი ფრთოსანი რაკეტებითაც დაბომბა. კიევის გარდა, აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ დნეპრში, ოდესაში, ზაპოროჟიეში, კრემენჩუგსა და კრივოი როგში. რუსეთის სამიზნე გახდა სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტები. დრონებით შეტევა იყო ზაპოროჟიეშიც. კრემენჩუგში მომხდარი აფეთქებების შედეგად, ქალაქის ნაწილში ენერგომომარაგება შეწყდა. ასევე დაზიანდა მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდი და შეჩერდა საავტომობილო მოძრაობა. ოდესაში კი დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი უბნები. ქალაქში გაჩნდა რამდენიმე ხანძარი, მათ შორის მრავალსართულიან სახლებში. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. უკრაინის ხელისუფლება მოუწოდეს პარტნიორებს რუსეთის მორიგ ტერორს სანქციების გამკაცრებით უპასუხონ.