მასშტაბური ხანძრები ევროპაში
ევროპის რამდენიმე ქვეყანა ისევ ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვის. სტიქიის მასშტაბი განსაკუთრებით იზრდება ბელგიაში, სადაც ცეცხლი უდიდეს ბუნებრივ ნაკრძალში ორი დღის წინ გაჩნდა და უკვე ტერიტორიის მესამედზე გავრცელდა. ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება და მეტიც, არის საფრთხე, გერმანიის საზღვრისპირა ტერიტორიაზეც გავრცელდეს. უკვე რამდენიმე კვირაა ტყის ხანძრებს ებრძვიან ესპანეთსა და საფრანგეთში. ცეცხლმა ათასობით ჰექტარი გაანადგურა ხორვატიაშიც, საიდანაც 1200 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ერთი კი სტიქიას ემსხვერპლა. წინასწარი შეფასებით, წელს ტყის ხანძრებისგან ევროპისთვის მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა შესაძლოა 15 მილიარდს გადააჭარბოს.