მასშტაბური ხანძარი ამაზონის ტყეში

ამაზონის ტყეში ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან.

ბოლო ერთ კვირაში გაჩენილია ცეცხლის 10 000-მდე ახალი კერა, რის გამოც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკოსისტემა საფრთხის ქვეშაა.

პლანეტის ფილტვებად მიჩნეულ ტყეში სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა დღეს ბრაზილიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მას ხანძრის ჩასაქრობად საჭირო რესურსი აღარ აქვს.

პრეზიდენტს დახმარებისთვის ჯერ არცერთი ქვეყნისთვის მიუმართავს. მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად ბრაზილიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სტიქიის ზონისგან შორს მდებარე პუნქტებში დაკვამლიანება დაიწყო.

ბრაზილიის ხელისუფლება და მესამე სექტორი ხანძრის გაჩენაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.