მასშტაბური არეულობა და აქციები ევროპის ქალაქებში

18:01, 18.10.2026

საფრანგეთში აქციების დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ასიათასობით მოქალაქის შეკრება პოლიციასთან დაპირისპირებაში, ადმინისტრაციულ შენობებში ხანძრების გაჩენასა და მაღაზიების ძარცვაში გადაიზარდა. დაკავებულია 1800-მდე დემონსტრანტი. დაშავდა 500-მდე პოლიციელი და მეხანძრე.

სექტემბრის შუა რიცხვებში სტუდენტების მიერ დაწყებული პროტესტი, რომლებიც რთულ სასწავლო პირობებს აპროტესტებდნენ, მალევე საყოველთაო არეულობაში და სამართალდამცველებთან მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გაფართოვდა მოთხოვნები და დემონსტრანტების რაოდენობა. საფრანგეთის ქუჩებში ახლა არა მხოლოდ მოსწავლეთა პირობების გაუმჯობესებას, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას აპროტესტებენ.

თინათინ მიგინეიშვილის რეპორტაჟი #მოამბე

მსგავსი