მასშტაბური აქციები საფრანგეთში

15:21, 06.10.2026

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ამ დროისთვის დემონსტრაციები საფრანგეთის 30-ზე მეტ ქალაქში იმართება. აქტივისტები კლასებში სკოლის მოსწავლეთა გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებულია 1 800-ზე მეტ სკოლაში. საფრანგეთის საშუალო სკოლის მოსწავლეთა კავშირი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში მომიტინგეების რაოდენობამ „ახალ რეკორდს მიაღწია“. ფრანგული მედიის ცნობით, დღეს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე დემონსტრანტი გამართავს აქციას. პარიზში დემონსტრაციას მართავს ასობით სტუდენტი. მედიის ცნობით, პოლიცია და მომიტინგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა გზების გასაწმენდად წიწაკის სპრეი გამოიყენეს. გამოცემა წერს, რომ ლილში საავადმყოფოში 15 წლის ბიჭს მკურნალობენ, მას შემდეგ რაც ქალაქ ლანსში გამართული საპროტესტო აქციის დროს მან ხელი დაკარგა. ხელისუფლების ცნობით, მან ყუმბარა აიღო, რომელიც მალევე აფეთქდა. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დემონსტრაციების დროს საფრანგეთში 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, თუმცა ბრალდების წაყენების შემდეგ, პატიმრობა მხოლოდ 14 პირს შეუფარდეს.

მსგავსი