მაშველები ლაგოდეხის ნაკრძალში ჩარჩენილი მოზარდების გამოყვანას ცდილობენ

უკვე რამდენიმე საათია, ლაგოდეხის ნაკრძალში ჩარჩენილი მოზარდების გამოყვანას ცდილობენ მაშველები. გურგენიანის ჩანჩქერთან, მდინარის ადიდების გამო, სამი ადამიანი მეორე ნაპირზე გადასვლას ვერ ახერხებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. მათ დასახმარებლად ადგილზე სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი ცხრაკაციანი სამაშველო ჯგუფი მუშაობს და მოზარდების  უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ცდილობს.

სამაშველო ოპერაცია, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება.