მართვის მოწმობის აღების ახალი წესები

მანქანის მართვის მოწმობის მიღება რთულდება. თეორიული ნაწილის გავლის მერე მოქალაქეს ორ ეტაპად დაყოფილი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. იგულისხმება მართვის უნარების ჯერ დახურულ სივრცეში, შემდეგ კი ქუჩაში შემოწმება. იზრდება გადასახადიც.

შსს-ს მიერ გამკაცრებული საკანონმდებლო ცვლილებები მოპედების და კვადროციკლების მძღოლებზეც გავრცელდება. თუ მანამდე მითითებული სატრანსპორტო საშუალებები საერთოდ არ კონტროლდებოდა, აგვისტოდან მათი მართვა კანონით დარეგულირდება და ასაკობრივი ცენზი დაწესდება.

საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში სწორედ კვადროცილებით და მოპედებით ავარიები საგრძნობლად გახშირდა.