საბერძნეთის პარლამენტმა, საქართველოსა და საბერძნეთს შორის, ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საბერძნეთი ევროკავშირის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან მსგავსი შეთანხმება გააფორმა. ელჩის ინფორმაციით, საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთთანამშრომლობა აქტიურად გრძელდება.