მარტვილში სახალხო დღესასწაული ჭყონდიდელობა აღინიშნა

18:30, 25.09.2026

წირვა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში პატრიარქმა აღავლინა სხვადსხვა ეპარქიის მღვდელმთავრებთან ერთად. შიო მესამემ ქადაგების შემდეგ მრევლი დალოცა და მართლმადიდებლური ჯვრები დაურიგა საჩუქრად. სადღესასწაულო წირვას  საქართველოს პირველი ლედი და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჭყონდიდელობა უკავშირდება გამორჩეული საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწის, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას და მარტვილის ეპარქიაში 2004 წლიდან აღინიშნება.

მსგავსი