მართლმსაჯულების რეფორმა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების განაცხადების მიღება დაიწყო. ამ დრომდე უცნობია, მიიღებენ  თუ არა კონკურსში მონაწილეობას ის მოსამართლეები, რომელთა კანდიდატურებსაც არასამთავრობო სექტორი და დეპუტატთა ნაწილი აპროტესტებს.

მაგალითად, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი მიქაუტაძე აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. იუსტიციის საბჭოს მიერ  შერჩეულ კანდიდატებზე საბოლოო და გადამწყვეტი სიტყვა პარლამენტმა უნდა თქვას. განცხადებები დღეს ბორჯომში გაკეთდა, სადაც მართლმსაჯულების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრების მორიგი შეხვედრა გაიმართა.