მართლმადიდებელი სამყარო ნიკოლოზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა-ლოცვა დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას წმინდა სინოდის წევრები უძღვებიან. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს, – 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, – როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.

დატოვე კომენტარი