მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა დილიდან მიმდინარეობდა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიომ ჩაატარა. რელიგიური სწავლების მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული მოახდინა.

ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.