დღეს ნიკოლოზობაა. მართლმადიდებელი ეკლესია სასწაულმოქმედი მღვდელმთავრის ხსენების დღეს აღნიშნავს. წირვა ქვეყნის ფარგლებში მოქმედ ყველა ტაძარში ჩატარდა. მსახურება სამებაში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. ზიარების შემდეგ კი, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს, 22 მაისს – წმინდა ნაწილების ამოყვანებას, 19 დეკემბერს კი – მისი გარდაცვალებას.