მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

12:35, 06.05.2025

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ტარდება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. გადმოცემის თანახმად, რომის იმპერატორმა დიოკლიტიანემ წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის აწამეს. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს კი თავი მოჰკვეთეს. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი, მისი ბორბალზე წამების დღეს.

მსგავსი