მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. დილიდან საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება მეუფე შიომ აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. ღვთისმშობლის შობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა.